ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/5/2022

ლიეტუვამ რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" აღიარა

Comments

Read Now
 
Picture
​ლიეტუვამ რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ", ხოლო რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის "გენოციდად" აღიარა. რეზოლუციას მხარი 128 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

"ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა! მადლობას ვუხდი სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის", - განაცხადა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.

მისი განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტმა ასევე გადაწყვიტა, რომ ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის დაკისრებაში საერთაშორისო ტრიბუნალის მეშვეობით.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი