ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/6/2022

ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

Comments

Read Now
 
Picture
​ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარი ტიერი ბრეტონი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა.

"ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. ახალი გეგმის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს – არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება", – აცხადებს ევროკომისარი.

მისი თქმით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროპის ხუთი ქვეყნის წამყვან კომპანიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს რუსეთის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადათ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი