ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/12/2021

„ომიკრონი” უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება

Comments

Read Now
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, “ომიკრონი” მსოფლიოში უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. ახალი შტამი უკვე მსოფლიოს 77 ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ შესაძლოა, “ომიკრონი” კიდევ ბევრ ქვეყანაში იყოს.

გებრეისუსი ამბობს, რომ ვირუსის საფრთხეები მსოფლიომ სწორად ვერ შეაფასა.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სრული რაოდენობა გადატვირთავს მოუმზადებელ ჯანდაცვის სისტემებს,” – აცხადებს ჯანმო-ს ხელმძღვანელი.

გებრეისუსის თქმით, ვაქცინის ბუსტერდოზები კორონავირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თუმცა, მისი თქმით, მესამე დოზების გაკეთება მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობას პირველი დოზაც არ აქვს მიღებული, უმეტეს შემთხვევაში, არასამართლიანია.

“ომიკრონი” პირველად ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ქვეყანაში ახალი შტამის შემთხვევები სწრაფად იზრდება. დაინფიცირდა ქვეყნის პრეზიდენტიც, ის –  მსუბუქი სიმპტომებით – იზოლაციაში იმყოფება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი