ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/12/2021

ჩრდილოეთ კორეაში სიცილი, ალკოჰოლის მიღება და ნათესავების დაკრძალვა აკრძალეს

Comments

Read Now
 
ჩრდილოეთ კორეელებს სიცილი, ალკოჰოლის დალევა, ნათესავების დაკრძალვა, დაბადების დღეების აღნიშნვა აუკრძალეს.

ამის მიზეზი ქვეყნის ყოფილი მმართველის, კინ ჩენ ირის გარდაცვალებიდან 10 წლისთავთან დაკაშირებული 11-დღიანი გლოვა გახდა.

როგორც RFA-ს სინიჯუს მცხოვრებმა უამბო, წინა გლოვის დროს ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ პოულობდნენ, აკავებდნენ.

“ისინი განიხილებოდნენ, როგორც იდეოლოგური დამნაშავეები. ისინი სადღაც მიჰყავდათ და ამის შემდეგ არავის უნახავს”, – იხსენებს ადგილობრივი.

კიდევ ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ „გლოვის დროს, ოჯახის წევრიც რომ იყოს დაღუპული, ხმამაღლა ტირილის უფლება არ გაქვს და ცხედარი მხოლოდ დასრულების შემდეგ უნდა დაიკრძალოს. ადამიანებს საკუთარ დაბადების დღის აღნიშვნაც არ შეუძლიათ”.

სამხრეთ-დასავლეთის პროვინციის სამხრეთ ჰვანჰაეს მკვიდრმა თქვა, რომ გლოვის პერიოდში ხელისუფლებამ პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფი შექმნა, რომელიც “გაუსწორდება მათ, ვინც აზიანებს კოლექტიური გლოვის განწყობას”.

კიმ ჩენ ირი ქვეყნის ხელმძღვანელად მამის, კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს დაინიშნა, ის ქვეყანას გარდაცვალებამდე მართავდა – 2011 წლამდე. ის კი შვილმა – ამჟამინდელმა მმართველმა, კიმ ჩენ ინმა ჩაანაცვლა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი