ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/2/2022

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

Comments

Read Now
 
Picture
რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან ეს ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატოსკენ, ნატო მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებები შინაარსობრივი და სასარგებლო იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, გამარჯვებული არავინ იქნება.

„გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა ნატოში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი