ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/1/2022

"თალიბანი" დასავლელ ლიდერებს ხვდება

Comments

Read Now
 
თალიბანის დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქში დასავლეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ჩავიდა. ეს გასული წლის აგვისტოში ავღანეთზე კონტროლის მოპოვების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა თალიბანი დასავლელ დიპლომატებთან ევროპაში გამართავს შეხვედრას.

15–კაციანი დელეგაცია ნორვეგიის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფრენით ჩავიდა ოსლოში. ვიზიტი სამ დღეს გასტანს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის: ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ, იტალიელ და ამერიკელ დიპლომატებთან. ძირითადი თემები ადამიანის უფლებების დაცვასა და ავღანელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებებს შეეხება.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ავღანელ მოქალაქეებთან, მათ შორის ქალ ლიდერებთან და ჟურნალისტებთან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრები შეეხება ავღანეთში წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ფორმირებას, არსებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს, უსაფრთხოებასა და ტერორიზმს და ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი გოგონებისა და ქალების განათლების საკითხს.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი მედიასთან განაცხადა, რომ თალიბანს ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური გზებით დაახლოება სურს.

„თალიბანმა დასავლური სამყაროს მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯები გადადგა და იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიის გავლით გამყარდება ავღანეთის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი დასავლეთთან. მათ სურთ ომის ატმოსფერო მშვიდობიან მდგომარეობად გარდაქმნან“ - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მეორე მხრივ ავღანეთის ოპოზიციური ჯგუფის ლიდერმა ალი მაისამ ნაზარმა გააკრიტიკა ნორვეგია ამ შეხვედრების ორგანიზების გამო.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდტი კი აცხადებს, რომ ეს შეხვედრები არ გულისხმობს თალიბანის ლეგიტიმურად აღიარებას.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებასთან. პოლიტიკურ სიტუაციის გამო უარეს ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ დავუშვებთ“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.

ავღანეთის მოქალაქეებისთვის, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, საერთაშორისო დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

პარასკევს ევროკავშირმა განაახლა ავღანეთში „მინიმალური წარმომადგენლობა“, რომლის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული დახმარებაა. თუმცა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ეს ოპერაცია არანაირად არ გულისხმობს თალიბანის რაიმე ფორმით აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ უღიარებია თალიბანი.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი