ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/1/2022

აშშ–რუსეთის მოლაპარაკებები რვა საათი გაგრძელდა

Comments

Read Now
 
ჟენევაში აშშ–სა და რუსეთს შორის 8–საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "რუსეთს აშშ–ის პოზიციები არ აკვირვებს".

„იყო გარკვეული მუქარა/გაფრთხილება [...] ჩვენ ავუხსენით ჩვენს კოლეგებს, რომ არ გვაქვს უკრაინაზე თავდასხმის გეგმები. ამ კუთხით რაიმე ესკალაციის სცენარის შიშის საფუძველი არ არსებობს“, -აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

თავის მხრივ, უენდი შერმანმა მოლაპარაკებებს უწოდა "გულწრფელი" და "პირდაპირი".

"აშშ-ის დელეგაციამ უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან გარანტიების მიცემის შესახებ, რომ ის შეაჩერებს აღმოსავლეთით გაფართოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა", – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

ამასთან, შერმანმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება

მისი თქმით, "აშშ ღია რჩება შემდგომი შეხვედრებისთვის, ორმხრივი ინტერესის საკითხების უფრო დეტალურად განხილვის მიზნით".

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

კიევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. 13 იანვარს სხდომა ეუთო–შიც გაიმართება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი