ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

25/12/2021

თალიბებმა ქალებს მორიგი შეზღუდვა დაუწესეს

Comments

Read Now
 
თალიბებმა ღაზნის პროვინციის ექიმებს აუკრძალეს, დაეხმარონ ქალებს, თუ თითოეული ვიზიტის დროს მათ თან ნათესავი მამაკაცები არ ახლავთ,– იუწყება ავღანური გამოცემა ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე ქალებს საავადმყოფოებში სიარული შეეძლოთ ნათესავი ქალების თანხლებით. მაგრამ „თალიბანი“ „ამორალურად“ მიიჩნევს, თუ ქალები საავადმყოფოს მამაკაცების ნებართვის გარეშე მიმართავენ.

წყაროს ცნობით, აკრძალვა ავღანეთის სხვა პროვინციებზე ე.წ. ისლამური ორიენტაციისა და მოწოდების სამინისტროს გზით გავრცელდება.

ავღანეტში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, დაიცვან ქალთა უფლებები, რეალურად კი შეზღუდეს: ქალებს აუკრძალეს სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობა, მათ შორის ეროვნული ნაკრებების დონეზე.რაც შეეხება განათლებას, დაჯგუფებამ ქალებს ნება დართო, ისწავლონ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კაცებისგან იზოლირებულად, უნდა ატარონ სამოსი, რომელიც მთლიანად მალავს სახეს და სხეულს. ქალებს შეუძლიათ ასწავლონ მხოლოდ ქალებს ან ხანდაზმულ მამაკაცებს, რომლებმაც თითოეულ შემთხვევაში ნებართვა „თალიბებისგან“ უნდა აიღონ.

ამას გარდა, თალიბანის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ახალი წესები ქვეყანაში ტელემაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, ქალი ჟურნალისტები და წამყვანი ქალები ეკრანზე თავდახურული უნდა გამოჩნდნენ. ქალებს ასევე აეკრძალათ სერიალებში გადაღება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი