ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

29/12/2021

ჩეხეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

Comments

Read Now
 
ჩეხეთში ქათმის გრიპის დადასტურების გამო 80 000 ქათამსა და მილიონამდე კვერცხს განადგურება ემუქრება. ვირუსით ბოლო ორ დღეში 8000-ზე მეტი ფრინველი დაიხოცა.  ვეტერინარების ინფორმაციით,  ეს ისტორიაში ფრინველთა ვირუსის ყველაზე დიდი ტალღაა. დაავადების  ქვეტიპი H5N1 , რომელიც პოტენციურად გადადის ადამიანზე, ჩეხეთში ერთ-ერთ ფერმაში 23 დეკემბერს დადასტურდა. ჩეხეთის რესპუბლიკის აგრარულმა პალატამ ზარალის ოდენობაც განსაზღვრა და ის დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.

საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ფერმების მფლობელებსა და ფრინველთა გადამყვან კომპანიებს გამკაცრებული სანიტარიული ზომები დაუდგინეს. ფრინველის გრიპის გავრცელება საგანგაშო სიგნალია ფრინველთა ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმერებისთვის, რადგან წარსულში ამ ვირუსს ათობით მილიონი ფრინველის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

გრიპის გავრცელება ეპიდემიოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებასაც იქცევს, რადგან შესაძლებელია, რომ ვირუსი ფრინველიდან ადამიანსაც გადაედოს. ჩინეთში უკვე დადასტურდა ადამიანის ფრინველის გრიპით ინფიცირების 21 შემთხვევა, რაც უკვე აღემატება 2020 წლის მონაცემებს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი