ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

25/12/2021

პენტაგონი უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს გაუზიარებს

Comments

Read Now
 
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს სადაზვერვო ცნობები, რომელიც კიევს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times პენტაგონის ანონიმ, მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, გეგმამ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ არის დამტკიცებული, შესაძლოა, რუსეთის დიდი გულისწყრომა გამოიწვიოს.

"პენტაგონის თანამშრომელთა მცირე ჯგუფი ცოტა ხნის წინ უკვე ჩასულა უკრაინაში, რათა შეესწავლა, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ქვეყანას საჰაერო თავდაცვის კუთხით", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჯონ კირბი.

ასევე ცნობილია, რომ აშშ-ი აწვდის უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, Javelin-ებსა და სხვა შეიარაღებას. თუმცა New York Times-ი აღნიშნავს, რომ პენტაგონის მიერ ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის, რადგან სადაზვერვო ინფორმაცია მოიცავს რუსეთის ჯარების მოძრაობის და დისლოკაციის ამსახველ გამოსახულებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს, აპირებენ თუ არა ისინი საზღვრის გადაკვეთას.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი