ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/1/2022

რუსეთს შეუძლია უკრაინაში შეჭრის საბაბი მოიგონოს

Comments

Read Now
 
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შეჭრის საბაბი გამოიგონოს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აყალიბებს საფუძველს შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის, მათ შორის დივერსიული და საინფორმაციო ოპერაციების საშუალებით, რისთვისაც ადანაშაულებს უკრაინას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ ჯარებზე მოსალოდნელი თავდასხმის მომზადებაში.

ეს სცენარი 2014 წელს ვნახეთ და ისევ ამზადებენ“, - განაცხადა სალივანმა.

მან ხაზი დასძინა, რომ აშშ "ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა".

ამავე დროს, ჯო ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ სჯერა, რომ „დიპლომატიის გზამ, შესაძლოა, იმუშაოს“.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი