7/10/2021 გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები: ბიზნესი იტალიაში არღვევს მიგრანტ მუშაკთა უფლებებსRead Nowგაეროს ექსპერტებმა მოუწოდეს იტალიის ხელისუფლებას, შეწყვიტონ უცხოელი მუშების ექსპლუატაცია იტალიურ ქარხნებში და ბიზნესის მფლობელებმა პასუხი აგონ მსგავს დარღვევებზე. ამის შესახებ ნათქვამია სამუშაო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც განიხილავს ადამიანის უფლებების საკითხებს ბიზნეს საქმიანობის კონტექსტში.
ჯგუფის წევრები ათდღიანი ვიზიტით ეწვივნენ იტალიას, რომლის დროსაც მათ გამოავლინეს უამრავი დარღვევა: ასობით ათასი შრომითი მიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს "არაადამიანურ პირობებში", რაც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაადგინეს, რომ იტალიური საწარმოები აბინძურებენ გარემოს, აზიანებენ გარემოს და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობას. |