ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/4/2022

გაერო ქვეყნებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Comments

Read Now
 
Picture
მარიუპოლში კრიზისია და გაერო მზადაა, ქალაქში ლოგისტიკური რესურსების მობილიზება განახორციელოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებსაც სურთ ქალაქის დატოვება, უსაფრთხო ევაკუაციის საშუალებას მისცემს ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ.

„მშვიდობის დამყარება საუკეთესო გზაა უკრაინის, რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მან წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების შემადგენლობით, რათა შეისწავლოს უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობები.

მისი თქმით, ეს გულისხმობს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გარანტიას, რომ საევაკუაციო გზები ეფექტური და უსაფრთხოა.

მისი მტკიცებით, რუსეთში ჩავიდა, როგორც „მშვიდობის მაცნე“, „ადამიანების გადასარჩენად და ტკივილის შესამცირებლად“.

„გაიმართა გულწრფელი დისკუსია და აშკარაა, რომ არსებობს ორი განსხვავებული პოზიცია იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში,“- განაცხადა გუტერეშმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი