ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/6/2022

ბირთვული ომის რისკი მაქსიმალურ დონემდეა გაზრდილი

Comments

Read Now
 
Picture
​ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი, ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაქსიმალურ დონემდეა გაზრდილი.

ამის შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მოხსენებაშია ნათქვამი.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბირთვული იარაღის კონტროლისა და ბირთვული განიარაღების კუთხით, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე – ცივი ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა SIPRI-ის დირექტორმა, დენ სმიტმა.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, მსოფლიოს ცხრა ბირთვული სახელმწიფო ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბირთვული ქობინების რაოდენობის მცირე შემცირება იყო, მაგრამ „მომდევნო ათწლეულში ის, სავარაუდოდ, გაიზრდება“.

ინსტიტუტში ამბობენ, რომ 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში 12 705 ქობინიდან 9 440 პოტენციური გამოყენებისთვის სამხედრო საცავებში იყო.

3 732 ქობინი რაკეტებსა და თვითმფრინავებთან ერთად განლაგდა, აქედან 2000, რომელიც თითქმის ყველა ეკუთვნოდა რუსეთს ან შეერთებულ შტატებს, საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იყო.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი