ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/1/2022

ჟენევაში ბლინკენის და ლავროვის შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

Comments

Read Now
 
შეხვედა, რომელიც დელეგაცების წევრების მონაწილეობით შედგა და რომელსაც აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობენ, ბლინკელის თქმით, „კრიტიკულ მომენტში“ შედგა.

ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.

ლავრივისვე თქმით, მათ უკრაინის საკითხები განიხილეს და აშშ-ის შეშფოთება, რომ რუსეთი შეიძლება ამ ქვეყანაში შეიჭრას.

ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“.

შეხვედრამდე ლავროვმა აღნიშნა, რომ სურთ, განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია, აშშ-ის პოზიცია გაირკვეს.

თავის მხრივ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ შეხვედრა ნაწილია მისი ქვეყნის და მოკავშირეების მცდელობისა, თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ახალი აგრესია უკრაინის მიმართ.

ბლინკენმა ლავროვის პოზიციის გაცნობის შემდეგ, სეხვედრაზევე განაცხადა, რომ იქნება „ერთიანი, სწრაფი და ძლიერი“ პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავად ღიაა კრიზისის დიპლომატიური მოგვარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი