ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/1/2022

აქცევს თუ არა ნატო რუსეთს ალყაში – ალიანსი რუქას აქვეყნებს

Comments

Read Now
 
Picture
​ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პასუხობენ რუსულ ნარატივს, რომლის თანახმად, ნატო რუსეთს ალყაში აქცევს.

"რეალობა არის შემდეგი: პირველ რიგში, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის მიზანია მისი წევრი ქვეყნების დაცვა. ალიანსის წვრთნები და სამხედრო წარმოდგენილობა არ არის მიმართული რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსეთის სახმელეთო საზღვარი 20 000 კმ-ზე ოდნავ მეტია. ნატო–ს წევრ ქვეყნებთან საერთო საზღვრის სიგრძე კი –1 215კმ. შესაბამისად, მითი, რომ ნატო რუსეთს ალყაში აქცევს, გეოგრაფიასაც უგულებელყოფს.

რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს 14 ქვეყანასთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, ჩინეთი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ჩრდილოეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მონღოლეთი, ნორვეგია, პოლონეთი და უკრაინა) მათგან მხოლოდ ხუთია ნატო–ს წევრი.

ნატო–ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გარეთ ალიანსს მხოლოდ კოსოვოსა და ერაყში აქვს სამხედრო წარმოდგენილობა:

KFOR-ის (ნატო–ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები) სამშვიდობო მისია ხორციელდება გაერო–ს მანდატით, რომელიც დამტკიცებულია გაერო–ს უშიშროების საბჭოს მიერ, რომლის წევრიც რუსეთიც არის.
ნატოს არასაბრძოლო მისია ერაყში არის ძირითადი წვლილი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხორციელდება ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით და ერაყის მთავრობის მოთხოვნით.
ნატო–ს ქმედებებისგან განსხვავებით, რუსეთს აქვს განთავსებული სამხედრო ბაზები და ჯარისკაცები სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - მათი მთავრობების თანხმობის გარეშე", – აცხადებენ ნატო–ში.

ამასთან, ალიანსი ავრცელებს რუქას, რომელზეც შავი ზოლით რუსეთის ფედერაციის სახმელეთო საზღვარია მონიშნული, ხოლო ყვითელი ზოლით რუსეთის საერთო სახმელეთო საზღვარი ნატო–ს წევრ ქვეყნებთან;

ცნობისთვის: რუსეთმა ნატო–სგან იურიდიული გარანტიები მოითხოვა, რომელიც "უნდა გამორიცხავდეს ნატო-ს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და მოსაზღვრე სახელმწიფოებში, უპირველესად უკრაინაში რუსეთისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განთავსებას".

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი