ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/6/2022

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

Comments

Read Now
 
Picture
​„როიტერის“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდებიან. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტი გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გაიმართება. მასში მონაწილეობას აშშ-ის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები მიიღებენ.

მედიის ცნობით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას სამშაბათს გამოაქვეყნებს. აკრძალვის მიზანი გლობალური ეკონომიკიდან რუსეთის შემდგომი იზოლაცია და ოქროს ბაზარზე რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვაა.

როგორც მედია წერს, ოქროს ექსპორტი რუსეთის ბიუჯეტისთვის რიგით მეორე შემოსავლის წყაროა ენერგორესურსების შემდეგ. დასავლეთის სანქციების გამო, საერთაშორისო ბაზრის არაერთმა მოთამაშემ უკვე შეწყვიტა რუსული ოქროს ყიდვა საბანკო ოპერაციების სფეროში სანქციების რეჟიმის დარღვევის შიშის გამო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით ოქროს მოპოვებაში რუსეთის ყოველწლიური წილი 10 პროცენტს შეადგენს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი