ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/3/2022

რუსეთს თუ არ გავაჩერებთ, ნატო-ს ქვეყნებსაც დაარტყამს

Comments

Read Now
 
Picture
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არ გააჩერებენ, მისი შემდეგი მსხვერპლი, შესაძლოა გახდნენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. 

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსულ საფრთხეს, მოსკოვის მიმართ ბრიუსელის მრავალწლიანი ორაზროვანი პოზიციის შემდეგ.

"ეს [ომი] უკრაინით არ დასრულდება. ცხადია, ახლა პუტინი გარკვეულ აგრესიულ სამხედრო განწყობაზეა და სამწუხაროდ, არსებობს ალბათობა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს", - განაცხადა მან.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მოლდოვას, დომბროვსკისმა ბალტიის ქვეყნები დაასახელა: "დააკვირდთ რუსეთის აგრესიული რიტორიკის ესკალაციასა და განცხადებებს, ის ადასტურებს, რომ რუსეთი ემხრობა ბელარუსის ინტერესებს ბალტიის ზღვის მიმართ და მზარდ ანტიბალტიურ რიტორიკას, უკრაინის შემთხვევაშიც ხომ ასე დაიწყო - ანტიუკრაინული რიტორიკის გაძლიერებით", - თქვა დომბროვსკისმა.

პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღით მუქარის შესახებ საუბრისას ევოკომისარმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზდენტი ბირთვულ იარაღს მუქარის სახით ყოველთვის გამოიყენებს და თავის აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს.

"საკითხი დგას ასე, რამდენად დავექვემდებარებით ამ შანტაჟს. რადგან მისი {შანტაჟის} გამოყენება ყოველთვის ყველაფრის წინააღმდეგ შეუძლია. პუტინი გააგრძელებს თავის აგრესიულ ომებს, ის ყოველთვის გამოიყენებს ამ შანტაჟს. ეს გაკვეთლები, ადრე უნდა გვესწავლა. აგრესორის დამშვიდება არ მუშაობს და ის ნებისმიერი საშუალებით უნდა გავაჩეროთ", - განაცხადა ევროკომისარმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი