ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

29/4/2022

აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა

Comments

Read Now
 
Picture
აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მარაგი სწრაფი და ეფექტური გზით გაუგზავნოს. ამასთან, შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.

ლენდ ლიზის კანონპროექტს 417 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

განმარტება:

ლენდ–ლიზი (ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.

პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50.1 მილიარდი დოლარის (2022 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31.4 მილიარდი ბრიტანეთს, 11.3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3.2 მილიარდი საფრანგეთს და 1.6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7.8 მილიარდი დოლარი, აქედან 6.8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი