ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/12/2021

გაეროში ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონში მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

Comments

Read Now
 
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნაწილების მილიტარიზაციის პრობლემის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 22, ხოლო 55-მა თავი შეიკავა.

გავრცელებული ცნობით, დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსია, ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და შეყოვნების გარეშე შეაჩეროს უკრაინის დროებითი ოკუპაცია.

გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მაცხოვრებლების შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოძახების დაუშვებლობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმელი ბავშვების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურისთვის საბრძოლო მომზადებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე სპეციალიზებულ უწყებას, თავი შეიკავონ ყირიმში ყოველგვარი ვიზიტებისაგან, რომლებიც არ არის შეთანხმებული უკრაინასთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

“მადლობა ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირე რეზოლუციას. ის კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო მხარდაჭერას ყირიმის პლატფორმისა და მისი მიზნებისთვის, ეხება ყირიმის პროგრესულ მილიტარიზაციას, ასევე აგზავნის შემაკავებელ სიგნალს ჩვენს საზღვართან და ყირიმში რუსეთის მუდმივი გაძლიერების ფონზე” , – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტივტერში”.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი