ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/2/2022

ნატოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება

Comments

Read Now
 
Picture
​ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე.
​
„მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოსა და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძესა და მინისტრ რეზნიკოვს. ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხეშია. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ჯარების გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უგულებელყოფს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და სურვილი და შესაძლებლობა აქვს თავისი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენებით დაიმუქროს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს ახალი ნორმაა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატოს მოკავშირეები დაუღალავად იბრძოდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი