ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

4/8/2022

„დიდი შვიდეული" ჩინეთს მოუწოდებს, ძალისმიერი გზით არ შეცვალოს სტატუს-კვო

Comments

Read Now
 
Picture

​„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, ძალისმიერი გზით არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი მუქარის შემცველი ქმედებებით. კერძოდ, წვრთნებით ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით და ეკონომიკური ზეწოლით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს ქმნის. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედებებისთვის საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ნორმალური და რუტინულია. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ძალისმიერი გზით, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო რეგიონში და სრუტის ორივე მხარეს არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ დღეს ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი