ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

2/5/2022

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრა

Comments

Read Now
 
Picture
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ და, რუსეთის მოთხოვნის ფონზე, ევროპამ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს, სავარაუდოდ, ბლოკის ერთობლივ პოზიციაზე იმსჯელებენ.

იმის გამო, რომ ბევრ ევროპულ კომპანიას გაზის საფასურის გადახდის ვადა ამ თვის ბოლომდე აქვს, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, განმარტონ, შეძლებენ თუ არა საწვავის შეძენას ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო.

მოსკოვის პოზიციაა, რომ გაზის უცხოელმა შემსყიდველებმა ევრო ან დოლარი უნდა შეიტანონ კერძო რუსული ბანკის - „გაზპრომბანკის“ ანგარიშზე, რომელიც ამ თანხას რუბლში დააკონვერტირებს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყნების მიერ რუსული სქემის შესრულებამ, შეიძლება, ევროკავშირის სანქციების პრინციპები დაარღვიოს.

გასულ კვირას ბულგარეთმა, დანიამ, საბერძნეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და სხვა ქვეყნებმა კომისიას უფრო მკაფიო რჩევა მოსთხოვეს და ბრიუსელი დამატებით სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებაზე მუშაობს.

რუსეთმა გაზის მიწოდება უკვე შეუჩერა ორ ქვეყანას - ბულგარეთსა და პოლონეთს, რადგან მათ უარი თქვეს საფასურის რუბლში გადახდაზე. ამ ქვეყნების მთავრობები ამბობენ, რომ წელს ისედაც გეგმავდნენ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას და მათ ახალ მოცემულობასთან გამკლავება შეუძლიათ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი