ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

22/12/2021

აშშ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე საკუთარ წინადადებებს წარადგენს

Comments

Read Now
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კრემლის მიერ, მათ შირის ვაშინგტონისთვის წაყენებული მოთხოვნების კონტექსტში აცხადებს, რომ მათ რუსეთთან საპასუხო წინადადებები აქვთ, რაზეც მოსკოვს პასუხის გაცემა მოუწევს.

ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში დაიწყება.

მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წარმოდგენილი ზოგიერთი წინადადება მიუღებელია, მაგრამ ის რიგ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობას უშვებს:

„რუსეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში არსებობს ზოგიერთი მკაფიოდ მიუღებელი ელემენტი, მაგრამ შესაძლოა, იყოს საკითხები, რომელთა განხილვაც მისაღები იყოს. ასევე არის ის, რასაც ჩვენ დავდებთ მაგიდაზე და რასაც რუსეთმა უნდა უპასუხოს.

რუსეთმა გააკეთა განცხადება და გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომ მას აქვს პრეტენზიები, მოთხოვნები, შეშფოთებები. რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებები აქვს აშშ-ს და ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს. ყველაფერი ეს განხილული იქნება“ – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს პრინციპები, რომელთაც აშშ არ გადაუხვევს:

„არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები! არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკარნახოს სხვა ქვეყნებს პოლიტიკა და მიუთითოს მას, ვისთან ჰქონდეს კავშირი! არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაადგინოს გავლენის სფეროები! ამ ცნებების ადგილი ისტორიის სანაგვეზეა“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მზადაა დიპლომატიური ურთიერთქმედებისთვის სხვადასხვა არხებით, მათ შორის ორმხრივი კონტაქტებით, ნატო-ს საბჭოსა და ეუთო-ში, ხოლო ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჯერ არ იგეგმება.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრის მოლოდინის ფონზე აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფასური კრემლისთვის მძიმე იქნება. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი აგრესიის შემთხვევაში, ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისა და ოჯახის წევრები მიმართ სანქციებს დააწესებს. ასევე, განიხილება რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან და კრემლის საამაყო პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის სანქცირება.

ხოლო „როიტერის“ მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ის მთავრობა რუსეთში სმარტფონების, თვითმფრინავებისა და მანქანების ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს.

როგორც გამოცემას წყარო იუწყება, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ზომებისა, რომელთა გატარებასაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს.

„განხილული ზომები შეიძლება, იყოს უპრეცედენტო და რუსეთს შეუზღუდავს წვდომას ფართო მოხმარების სამეწარმეო და სამომხმარებლო ტექნოლოგიებთან“, – აცხადებს ანონიმური წყარო „როიტერთან“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებისა და დასავლეთის ქვეყნების არაერი მოწოდების შემდეგ, შემაციროს კრემლმა დაძაბულობა, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.

ანალოგური მოთხოვნების ჩადებული მოსკოვის მიერ მომზადებულ რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების პროექტშიც იმ განსხვავებით, რომ მასში ნახსენები არ არის უკრაინა და ამიერკავკასია:

„აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი