ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

4/4/2022

ევროპული საბჭოს განცხადება - მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში

Comments

Read Now
 
Picture
​ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

„მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპულს საბჭოში მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეები პასუხს აგებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი