ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/4/2022

დასავლეთის ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა

Comments

Read Now
 
Picture
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი შეტევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი, დღეს, 19 აპრილს შეხვედრას გამართავენ სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFM-ი იუწყება ელისეს სასახლეში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის და კანადის ლიდერები და ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელები.

18 აპრილს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დაიწყო დონბასისთვის ბრძოლა, რომელიც დიდხანს მზადდებოდა. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის აღმოსავლეთს და სამხრეთს უფრო კარგად მოფიქრებულად შეუტიონ, ვიდრე ამას ადრე აკეთებდნენ და ეძებენ უკრაინის თავდაცვის სუსტ წერტილებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსი გენერლებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარ დანაკარგებს არ ითვლიან, იძულებული გახდნენ უფრო ფრთხილად იყვნენ, რადგან შეტევისთვის აღარავინ დარჩებათ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ეს რუსეთს არ უშველის, უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია და რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ, უკრაინა თავს დაიცავს და არაფერს უკრაინულს არავის მისცემს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი