ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/1/2022

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება

Comments

Read Now
 
​თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

შეხვედრას, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დაესწრებიან, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

ნატო–ში აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსის არგაფართოებაზე მიუღებელია.

7 იანვარს უკრაინის საკითხთან დაკავშირებითალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "კონფლიქტის რისკი რეალურია".

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

კიევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს აშშ–სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

გარდა ხსენებული შეხვედრებისა, 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი