ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/1/2022

NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები მარტში დაიწყება

Comments

Read Now
 
NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები – Cold Response არქტიკულ წრეში მარტში დაიწყება.

წვრთნებში, რომელიც ყოველ მეორე წელს იმართება, მონაწილეობას 28 ქვეყნის 35 000 სამხედრო მიიღებს.

წვრთნებში ალიანსის ქვეყნების გარდა პარტნიორი ფინეთი და შვედეთიც ჩაერთვებიან.

წვრთნების ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ნორვეგიაში გაიმართება.

Cold Response ნორვეგიის ხელისუფლების მიერ ბოლო 40 წლის განმავლობაში ორგანიზებულ სამხედრო წვრთნების ნაწილია.

როგორც განიმარტა, Cold Response-ს მიზანი საზღვაო და სახმელეთო ოპერაციებში ვარჯიში იქნება, ასევე მიწაზე დაშვების ოპერაციები, რაც მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებს. Cold Response არის გამაერთიანებელი სავარჯიშოები NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის.

ნორვეგიამ ამ მასშტაბური წვრთნების შესახებ შეატყობინა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მოიწვია ეუთოს (OSCE) ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც.ამით ნორვეგია იცავს ვენის დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ეუთოს (OSCE) ქვეყნებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნდობის შემქმნელ ზომებს სამხედრო საქმიანობაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი