ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

24/5/2022

პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას.

„ასა რეგნერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია. ასა რეგნერმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი