ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

1/6/2022

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს

Comments

Read Now
 
Picture
​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელშია. ილია დარჩიაშვილი ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს, რომლებზეც მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების პერსპექტივებია. დადებითი პასუხისა და დასკვნისთვის საქართველოს, როგორც ასოცირებულ ქვეყანას რეფორმები გატარებული აქვს და ამ პროცესის გაგრძელების მზადყოფნასაც პარტნიორებთან მუდმივად გამოთქვამს.

ევროკომისიის დასკვნას საქართველო 15 ივნისამდე ელოდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს საკითხს თვის ბოლოს, სამიტზე განიხილავენ.

„საქართველო არის ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში. დასკვნა 15 ივნისამდე იქნება მზად. ჩვენ პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. მათთან ვაგრძელებთ შესაბამის განხილვებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. შევხდებით რამდენიმე ევროკომისარს და შეხვედრები გავმართო ევროპარლამენტში. გვექნება საუბარი მოლოდინებზე, დღეს არსებულ შესაძლებლობებზე, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენ მიერ წარდგენილ კითხვარზე. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ღია, შინაარსიანი და გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და საქართველოს პერსპექტივები“, - განაცხადა მინისტრმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი