ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

18/2/2022

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული 350 პროცენტითაა გაზრდილი

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოში 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი 350 პროცენტით გაიზარდა.

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 754 პირი იქნა დაზარალებულად ცნობილი, საიდანაც 741 ქალია. 2020 წელს კი დაზარალებული 208 პირი იყო.

„ოჯახურ დანაშაულზე 5140 პირის მიმართ დავიწყეთ დევნა, რაც დევნის საერთო მაჩვენებლის 21,1 პროცენტს შეადგენს. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი მაჩვენებელია“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილმა.

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ფემიციდი სახელმწიფოს უდიდესი გამოწვევაა. მთავარი პროკურორის თქმით, პროკურატურა ამ საკითხზე მიმდინარე წელს კვლევის ჩატარებას და საჯარო განხილვების მოწყობას გეგმავს.

„ჩვენ წარსულში ვნახეთ, როდესაც პირველი შემთხვევა ცოლ-ქმარს შორის იყო ჩვეულებრივი ძალადობა, მაგრამ შემდგომში ეს ყველაფერი გართულდა და გადაიზარდა მათ შორის მკვლელობებშიც. საკმაოდ სერიოზული კვლევები უნდა ჩატარდეს, რომ შევამსუბუქოთ სტატისტიკა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პროკურატურის ანგარიშის თანახმად 2021 წელს დანაშაულების 25,22 პროცენტი 180-ე მუხლზე, თაღლითობაზე მოდის. მონაცემები 2020 წელთან შედარებით 10 პროცენტით არის გაზრდილი.

ანგარიშის მიხედვით 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 112 პირის მიმართ დაიწყო, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში  საჯარო სექტორში იყვნენ  დასაქმებულნი. მათგან 14 მაღალი თანამდებობის პირი იყო.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი