ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/5/2022

ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად

Comments

Read Now
 
Picture
​ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირადად ჩადის ბრიუსელში და მართავს მაღალი რანგის შეხვედრებს ამ თემაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, რაც აბსოლუტურად ცხადი და ლოგიკურია. ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი, პასუხები გაიგზავნა, სადაც სათანადოდ არის ასახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალდებულება და ეს გაკეთდა სათანადოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამ პროცესს თვითონ პრემიერი უძღვებოდა. დღესაც, არა მარტო პრემიერის ვიზიტი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე იმართება შეხვედრები. საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით დღესაც ბერლინშია და მართავს შეხვედრებს პირველ რიგში ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ამ თემებზე მაქსიმალურად აქტიური მუშაობა, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი