ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

7/6/2022

თუ სტატუსს მივიღებთ,  დაიბრალებენ, თუ ნეგატიური პასუხი იქნება, ხელისუფლებას დააბრალებენ

Comments

Read Now
 
Picture
​ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს, ხოლო თუ მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება, ის ხელისუფლებას დაბრალდეს.

„ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის პიარულ გეგმა იშიფრება – ისინი ცდილობენ, რომ თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, რომ თითქოს, ALDE-მ, „სახალხო პარტიამ“ და მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, საუბარია ხალხზე, რომელიც, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქრო და მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ქვეყნის გარეთ გაავრცელო, ამას აკეთებს. ცდილობენ, პოზიტიური გადაწყვეტილება მათ მიეწეროს და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. ასე არ გამოვა. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების, გუშინდელი დღის, ასოცირების ვალდებულების შესრულების დამსახურებაა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, რეალურად, ობიექტურად თუკი ვინმე ფიქრობს და გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ, ყველა ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არავის დამსახურება არაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი