ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/4/2022

კიევში უფრო გამოჩნდა რამდენად ანტისახელმწიფოებრივი ძალაა ნაციონალური მოძრაობა

Comments

Read Now
 
Picture
კიევში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, თუ რამდენად ანტისახელმწიფოებრივი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს, ის, რომ სურდათ ცალკე წარმოედგინათ საქართველო, იმის საწინააღმდეგო გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ თავის ქვეყანას, საზოგადოებას და პოლიტიკაშიც არღვევენ იმ წესებს, რომელსაც იცავს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური პარტია ევროპაში და აშშ-ში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი