ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

4/2/2022

სააკაშვილს წარმოუდგენია, რომ ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს

Comments

Read Now
 
Picture
სააკაშვილის განცხადებებში ახალი არაფერია. პოლიტიკური პროცესი მას წარმოუდგენია ისე, რომ რაღაცას ვიღაცას წაართმევ, ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოწყვეტილია რეალობას.

„სააკაშვილის განცხადებებში ახალი არაფერია. პოლიტიკური პროცესი მას წარმოუდგენია ისე, რომ რაღაცას ვიღაცას წაართმევ, ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს. ის მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ამ გამონათქვამებს მე სხვა კუთხით შევაფასებდი. საერთოდ რა მდგომარეობაში ჩააყენა მან პოლიტიკური ასპარეზი, თავისი მოკავშირეები თუ გუნდის წევრები? ფაქტობრივად, მძევლებად აქცია ისინი. საერთოდ შეცვალა მან დღის წესრიგი და საკუთარ მომხრეებშიც სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა. ჩამოსვლა, რევოლუციის სათავეში ჩადგომა, ამ წინაპირობებს ხედავს იმ პროცესის დასაწყებად, რომ რაც შეიძლება მეტი არეულობა იყოს ქვეყანაში და ​იქნებ როგორმე გამოძვრეს საკნიდან და დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი. ესაა რეალობა - ამის იქით არაფერი არსებობს. თუნდაც მისი ჩამოსვლა და შემოპარვა კიევიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არაჯანსაღ სიტუაციაზე - როგორც ფსიქოლოგიურად, ისე პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი