ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

1/2/2022

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან

Comments

Read Now
 
Picture
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოების კუთხით უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე და კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე ჰუმანიტარულ კრიზისს.

აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, მზარდი მილიტარიზაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა ცხინვალის რეგიონში, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, რაც იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე, ასევე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაზე და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებლად ფუნქციონირების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აქვე ხაზი გაესვა, ერთიან ეროვნულ პროცესს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ერთიანი მიდგომის შემუშავებას გულისხმობს.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი