ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

2/6/2022

რადიკალური ოპოზიციის ინტერესში შედიოდა სასამართლო სისტემის ბლოკირება

Comments

Read Now
 
Picture
​რადიკალური ოპოზიციის ინტერესში შედიოდა სასამართლო სისტემის ბლოკირება, ისეთი ინსტრუმენტების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილის შემოთავაზებები მდგომარეობდა იმაში, რომ მათი მთავარი ინტერესი - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ცვლილება მომხდარიყო, თუმცა, ეს გზა უნდა გასულიყო სასამართლოზე.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ინტერესში შედიოდა სასამართლო სისტემის ბლოკირება, ისეთი ინსტრუმენტების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდებოდა. მათ ამით გააოცეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინაიდან გვთავაზობდნენ ისეთი ტიპის მოსაზრებებს, მიდგომებს, რომელიც თავდაყირა აყენებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ევროპის საბჭო ყველა თავის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ მოსამართლეები თვითონ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ეხებათ, რადგან არცერთ სხვა სახელისუფლებო შტოს არ ჰქონდეს სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტი. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რადგან ეს საკითხები შეეხება საზოგადოებას. ოპოზიციის რადიკალური ფრთა ჩვენ გვთავაზობდა მექანიზმს, რომ მოსამართლეთა აზრი კი არ ყოფილიყო გათვალისწინებული, არამედ იმ მცირე ჯგუფის, რომელიც არ განასახიერებდა სასამართლო ინტერესებს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი