ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

24/6/2022

ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია

Comments

Read Now
 
Picture
​ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ლიდერებს რეგიონისთვის ამ რთულ დროს ერთიანობის ჩვენებისთვის და საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის.
ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესიის ფონზე ევროკავშირმა მათ ასეთი ძლიერი სოლიდარობის ნიშანი გაუგზავნა.

ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ავტომატური კანდიდატობის საგზაო რუკის განსაზღვრა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითზე მუშაობს, კარგად იცის, პოლიტიკურად, ისტორიულად და პრაქტიკულად რამდენს ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანებისთვის.

„ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - ასე შეაფასა ევროპულმა კომისიამ გუშინდელი მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მართლაც, ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი