ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/2/2022

გახარიას და სააკაშვილის პარტიების ალიანსი მკაფიოა და შეუძლებელია სხვა რამე დავარქვათ

Comments

Read Now
 
Picture
გახარიას და სააკაშვილის პარტიების ალიანსი მკაფიოა, ამას უკვე ყველა ხედავს და შეუძლებელია სხვა რამე დავარქვათ - ეს არის ჩვეულებრივი გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს კარგად ჩანდა მაშინაც, როცა გადადგა გახარია იმისთვის, რომ ნიკანორ გახარია დაეხსნა ციხიდან და მე კარგად წარმომიდგენია, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი და ამ დროს შემოსულიყო სააკაშვილი საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა მკაფიოდ ეს გამოჩნდა რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, სადაც სააკაშვულმა მადლობა გადაუხადა გახარიას იმისთვის, რომ მათ იხსნეს წალენჯიხის ნაციონალი მერი რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნებისგან. მერი, რომელიც ლაპარაკობდა დემოკრატიაზე, ამბობდა, რომ იქნებოდა ყველას მერი და ერთადერთი, რაც ამ კაცმა ამ ხნის განმავლობაში გააკეთა, არის დევნა პარტიული ნიშნით, დააყენა 1 ბანკომატი თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ასევე გამოაცხო კომიკური განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. მე ვერ ვხედავ იქ დაძრულ ბიზნესს ამ მუნიციპალიტეტისკენ, ვერ ვხედავ ხაზარაძეს, რომელიც იქ ბიზნესებს ააშენებდა, ვერ ვხედავ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ამბობდა, რომ წალენჯიხის ეკონომიკური აყვავებისთვის სასწაულებს იზამდა. რამდენიმე დღის წინ გამოვიარე მცხეთასთან და კოკა-კოლას ქარხანა ჯერ კიდევ იქ არის. რას აყოვნებენ და სად არიან ეს ბიზნესმენები, ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი