ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

25/2/2022

დღეს ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას

Comments

Read Now
 
Picture
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები. კონდოლიზა რაისმა თქვა, მათ იცოდნენ, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრას აპირებდა, ანუ ომის თაობაზე ინფორმაცია მათ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი.

„მე სხვების განცხადებებზე კომენტირებას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ შემდეგი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მათი შეფასებები. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-თან, სადაც მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს მოვლენები და კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ომის თაობაზე მათ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი.

თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, მაღალჩინოსნები საკუთრივ დეპარტამენტის, დენფრიდი, ყოფილი ელჩი მაილსი, აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი. ეს არის ჩემი შეფასება.

კიდევ ერთს გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი