ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/2/2022

ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“

Comments

Read Now
 
Picture
აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა გახარიასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით - გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელია.

„ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი. გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად. მან პატივი სცა არა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს არის ფაქტი და იგი დასტურდება მათი კოალიციით საკრებულოებში. ეს ფაქტი დასტურდება ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებით. როდესაც რამდენიმე თვის წინ ისინი გახარიას მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ეპითეტით და გამორიცხავდნენ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა მასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით - გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი