ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/2/2022

უკრაინის მიმართ სოლიდარობა პრაქტიკული საქმით არაერთხელ დავადასტურეთ

Comments

Read Now
 
Picture
ის, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, ეს ხომ კონკრეტული საქმით, პრემიერ-მინისტრის, ჩემი, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტარების განცხადებებით დადასტურებულია!, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების სირცხვილია, რომ ასეთ იაფფასიან სპეკულაციებს მიმართავენ. საუბრისას ზალკალიანმა ასევე მოიშველია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გამოქვეყნებული, მსოფლიოს ლიდერების უკრაინაზე გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, სადაც ზალკალიანის განმარტებით, მოყვანილია მისი ციტატაც.

„ეს არის ფაქტი, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენს სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მას მოჰყავს ჩვენი საგარეო საქმეთა განცხადებები. ეს ხომ ჩემი განცხადება არ არის?! მე ქვეყნის სახელით ვსაუბრობ! და ის, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, ეს ხომ კონკრეტული საქმით, განცხადებებით, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, ჩემი, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტარების განცხადებებით ეს ხომ დადასტურებულია! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადამიხადა მკაფიო მხარდაჭერისთვის და ეს შემდეგ უკვე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, ხალხი ამ იაფფასიან მანიპულაციებს კარგად ხვდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი