ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

31/5/2022

EPP-ის განცხადება მოკავშირის - „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტებზეა აქცენტირებული

Comments

Read Now
 
Picture
​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანება აქცენტს არა საქართველოს პრიორიტეტბზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიულ ინტერესებზე აკეთებს.

„იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში, ევროინტეგრაციის მიმართულებით, მთავარი გადაწყვეტილებები ელის წინ, ეს განცხადება ამ მიმართულებაზე არ იყო იმდენად აქცენტირებული, რამდენადაც, უპირატესად, იმ კონკრეტულ, ვიწროპარტიულ პრობლემებზე, რომლებიც, ამ შემთხვევაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ საქართველოში არსებულ მოკავშირეს - „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აქვს დღის წესრიგში პრიორიტეტებად წარმოსახული. ეს მართლაც დასანანია, რადგან, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვისაუბროთ ქვეყნის, ვიდრე - „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტებზე. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქვეყნისთვის ხელის შეშლა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლება ამ გზით დააზიანონ, ვიდრე - ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი