ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/4/2022

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2021 წლის შედეგების შეჯამება

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2021 წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული პროკურორები დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა, განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებზე, არასრულწლოვანთა განრიდების პროცესში პროკურატურის როლზე და პროკურატურაში არსებულ არასრულწლოვანთა განრიდების საქმეების მონიტორინგის მექანიზმზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე, რომელიც პროკურატურას და პროგრამაში ჩართულ სხვა მონაწილე უწყებებს შესაძლებლობას აძლევს, სწორად განისაზღვროს მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. ასევე, ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების, აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაფართოების მნიშვნელობას.

ღონისძიებაზე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა პროკურორმა, ია ჩხეიძემ განრიდება-მედიაციის პროგრამის 11 წლის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა.

2021 წელს პროკურორთა მიერ არასრულწლოვანთა მიმართ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები იქნა გამოყენებული. განრიდებული და ბრალდებული არასრულწლოვნებიდან, რომლებიც განრიდების კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, განრიდების ხვედრითი წილი 80%-ია.

ასევე, სასამართლოდან განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა მხოლოდ 2-მა პროცენტმა ჩაიდინა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას გენერალური პროკურატურის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის პროკურორები სიგელებით დააჯილდოვა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი