ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

30/4/2022

საქართველოში არსებული მედია გარემო

Comments

Read Now
 
Picture
კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ტერეზა რიბერიოს შეხვდა.

აღნიშნული კომისიის ინფორმაციით, ივანე მახარაძემ ტერეზა რიბერიოს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ის მიღწევები, რაც ქვეყანას მედიის თავისუფლების მიმართულებით აქვს. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ივანე მახარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და პლურალიზმი სრულად დაცულია, ამასთან მახარაძემ შეხვედრის ფარგლებში იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მედიას კვლავ აქვს და რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა ნათლად აჩვენა.

„მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით პლურალისტურ და მრავალფეროვან მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციითა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეულ მაუწყებლებში სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ანალოგიურ გამოწვევებზე იყო გამახვილებული ყურადღება ეუთო/ოდირის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგში. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები აუცილებლად უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა შეხვედრაზე ივანე მახარაძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი