ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/2/2022

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა

Comments

Read Now
 
Picture
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს, ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

მშობლიური ენა არის იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვისა და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტი.

საქართველოში ქართული ენის შენარჩუნების საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1978 წელს. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.
საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია.

იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი