ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

5/4/2022

განათლების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, აორი იშიკავამ მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა, მოსწავლეებში გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, გენდერული მგრძნობელობის გაზრდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების გაუმჯობესება, სისტემატიზაცია და მონიტორინგი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის შექმნაც. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კუთხით სკოლების მხრიდან ვალდებულების ეფექტიან შესრულებას.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის მანდატურებისთვის უკვე შემუშავდა სატრენინგო მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული მოდულის ფარგლებში იმ მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის, რომლებიც სამომავლოდ კოლეგებს ამავე მიმართულებით გადაამზადებენ, შესაბამისი ტრენინგი უკვე ჩატარდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი