ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/5/2022

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
​
მათივე ინფორმაციით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

„თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა, საერთო ჯამში, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
მედიკამენტების ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი