ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

29/1/2022

დასაბამიდან დღემდე - ეგრისის დიდი ომი

Comments

Read Now
 
Picture
V საუკუნის II ნახევარში ეგრისის მეფე გუბაზ I-მა მოინდომა ბიზანტიის იმპერიის მორჩილებიდან გამოსულიყო და ტახტზე თანამოსაყდრედ შვილი აიყვანა. ბიზანტიის იმპერატორმა მარკიანემ ლაზების წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა. მან ახალი ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. გუბაზმა სცადა ირანის შაჰ იეზდიგერდ II-სთან კავშირის დამყარება, მაგრამ ირანს ომი ჰქონდა ჰუნებთან და ეგრისისთვის არ ეცალა. საბოლოოდ, ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნით გუბაზი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო.

VI საუკუნეში ირანმაც და ბიზანტიამაც მიაღწია საკუთარი სიძლიერის ზენიტს. ირანი იბრძოდა ეგრისის სამეფოს დასაკავებლად და შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად. VI საუკუნის I ნახევარში წათე I-მა და იუსტინიანე I-მა ირანელები დაამარცხეს. იუსტინიანემ ეგრისის ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩააყენებინა.მანვე ააგებინა ძლირი ციხესიმაგრე პეტრა.

542 წელს ირანის შაჰი ხოსრო I ლაზების მეფე გუბაზ II-ს მიწვევით ეგრისში დიდი ჯარით შევიდა. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი პეტრას ციხე.

ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო. მან ლაზი დიდებული ფარსანსი შეარჩია და მას გუბაზის მკვლელობა დაავალა. ფარსანსმა მეფეს ყველაფერი მოახსენა. გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ და დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. 549 წელს ბიზანტიელთა ლაშქარი დაგისთეს სარდლობით პეტრას ციხეს მიადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს. ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. 550 წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი ხურიანე. ირანის ჯარი აირია, ლაზების შეტევას ვერ გაუძლო და დამარცხდა. ბიზანტიელებმა ამის შემდეგ შეძლეს პეტრას აღება, მაგრამ არ დაიკავეს და დაანგრიეს.

ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ლაზმა დიდებულმა თოეფობით ირანელებს უქიმერიონის ციხე გადასცა და თაკვერისა და სვანეთისკენ გზა გაუხსნა. ირანელებმა სვანეთი დაიკავეს და იქ თავისი ჯარი ჩააყენეს. ამავდროულად ბიზანტიელთა წინააღმდეგ დაიწყო აბაზგების აჯანყება 550 წელს და მისიმიელთა აჯანყება 555 წელს. ბიზანტიელთა სარდლებმა 554 წელს მოკლეს გუბაზ II, რადგან ის ადგილობრივი სარდლების მოქმედების შესახებ იმპერატორს ატყობინებდა.

​გუბაზის მკვლელობამ ლაზების სასტიკი აღშფოთება გამოიწვია. ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. ნაწილი აიეტის მეთაურობით ირანული ორიენტაციის მომხრეები იყვნენ. ნაწილი კი ფარტაზის მეთაურობით კი კვლავ ბიზანტიელბს უჭრდნენ მხარს. საბოლოოდ ბიზანტიის მომხრე აზრმა გაიმარჯვა იმ პირობით, რომ გუბაზის მკვლელები დაისჯებოდნენ. იუსტინიანემ ეს პირობა შეასრულა. ლაზიკის მეფე გახდა გუბაზის ძმა წათე II. 562 წელს ომი დასრულდა. ირანელებმა დასავლეთ საქართველო ბიზანტიას დაუთმო, თუმცა სვანეთი VI საუკუნის 70-იან წლებამდე შეინარჩუნა.

ოცწლიანმა ომმა ააოხრა და გაანადგურა დასავლეთ სქართველოს უდიდესი ნაწილი, ამასთან ეს ომი უშედეგოდ დასრულდა ლაზებისთვის, მათ ვერ მოახერხეს ბიზანტიის იმპერიის გავლენისგან გათავისუფლება.
გაზიარება

Share

Comments




Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი