ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/3/2022

საინფორმაციო შეხვედრა შშმ ამომრჩევლებთან

Comments

Read Now
 
Picture
​ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს 2 აპრილის შუალედური არჩევნების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ ამომრჩევლებს სთავაზობს.

მისი თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამასთან, კენჭისყრის დღეს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისები: ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ხმის მიცემის კაბინა, მცირედმხედველი ამომრჩევლებისთვის - გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის -საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა და ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისა და მხარდამჭერის მიმღები პირებისათვის - კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმაც გააცნო, რომელიც შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ სასწავლო მოდულის შექმნას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.

ცესკოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი დიმიტრი ჯავახაძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა შშმ ამომრჩევლებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.

Share

Comments




Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი